რობი უილიამსი და მისი მეუღლე, აიდა ფილდი საკმაოდ აქტიურები არიან სოციალურ ქსელში. მათ სახალისო ფოტოებსა თუ ვიდეოებს მილიონობით გამომწერი ჰყავს, სწორედ ამის გამო, გაჩნდა იდეა, რომ ცნობილ ვარსკვლავურ წყვილზე რეალითი-შოუ გადაიღონ. ამის შესახებ რობიმ თავად განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკება საფინალო ეტაპზეა გადასული.
ცნობილია, რომ შოუს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი რობის სიდედრი, გვენი იქნება, რომელთანაც მომღერალს საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. აიდა ხშირად აზიარებს სახალისო ფოტოებს მეუღლისა და დედის მონაწილეობით:

