თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვითარება მწვავდება. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.
ინციდენტი სირიის საზღავრთან ახლოს მოხდა, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს ცნობას, რომ ქურთები მმართველი პარტიის წევრ იბრაჰიმ ჰალილ ილდიზს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ ღია ბაზრობას სტუმრობდა, თავს დაესხნენ. სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის არის მმართველი პარტიის წევრის იბრაჰიმ ჰამიმ ილდიზის ძმაც.
დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს.
ცნობისთბვის, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს იმართება. ქვეყნის პირველი პირი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის.
