LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგარინზე მუშა მიწაშია მოყოლილი

გაგარინზე, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც ორმო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, დაშავებული ცოცხალია, თუმცა მთელი ტანით მიწაშია მოყოლილი. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მაშველები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე ამოიყვანონ მუშა თხრილიდან. მის სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება.