LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას ახალი სიმღერა – ლაივ-შესრულება (აუდიო)

Ardaidardo.Ge
ლელა წურწუმიასთვის ეს წელი ძალიან აქტიურია. მან „გუფი ლენდთან“ ერთად საინტერესო ლაივ-პროგრამა გააკეთა, ტურნეს ფარგლებში საქართველოს ფარგლებში რამდენიმე კონცერტი გამართა, უამრავ კლუბურ ღონისძიებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, 20 მაისს სოლოკონცერტი გამართა, ახლახან კი „ოქროს ტალღა“ გიორგი მახარაშვილთან ერთად საუკეთესო ქავერის ნომინაციაში მოიპოვა.


მომღერალი აქტიურობას აგრძელებს. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, მისი სახელწოდებაა „შორს, სადღაც შორს“. მელოდიის ავტორი ლილიკო ნემსაძე გახლავთ, ტექსტის: ირინა სანიკიძე.

 

მის ოფიციალურ „საუნდქლაუდზე“ განთავსდა სიმღერის ლაივ-შესრულება, რომელსაც ჩვენი საიტის მნახველს სიამოვნებით ვთავაზობთ.


ლელა წურწუმია – შორს, სადღაც შორს…(ლაივი)

AudioShors, sadgac shors… (LIVE)