თელავის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გომბორის უღელტეხილზე მოსახვევში გადაბრუნდა. ტრანსპორტში 27 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა 6 ტურისტი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი დაზარალებულის პოსტი “ფეისბუქში” ვრცელდება.
“მეგობრებო ყველანი ცოცხალები ვართ. არვინ დაღუპულა. შემთხვევიდან რამდენი წუთის განმავლობაში საპატრულო პოლიციამ, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა და თელავის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალური დახმარება დროულად აღმოგვიჩინეს. ჯერჯერობით ვრჩები თელავის საავადმყოფოებში,” – წერს ზურა ბაუჟაძე.

