თბილისი – სენაკი – ლესელიძის გზატკეცილზე, სოფელ ოკამთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის გამო, მოხდა საგზაო მოძრაობის შეფერხება. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
