თბილისში 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს ერთ-ერთ საცურაო აუზზე მოხდა.
ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
