LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის განცხადებით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა და დაახლოებით 150 ლარის ღირებულების სიგარეტი. მისივე განცხადებით, მაღაზიაში 5 ქურდი შევიდა. ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.