ნატოს მოახლოებული სამიტის წინ დონალდ ტრამპი მოკავშირეებს აფრთხილებს. New York Times -ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილები გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ ვაშინგტონს მოთმინება ეწურება, რადგან მოკავშირეები უსაფრთხოების მიმართ თანაბრად გადანაწილებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
როგორც გამოიცემა წერს, დონლად ტრამპის მოსაზრებით, ნატოს წევრები, გერმანიის, ბელგიის, ნორვეგიისა და კანადის ჩათვლით, საკუთარ თავდაცვაზე ზედმეტად მცირე თანხას ხარჯავენ.
ჟურნალისტის შეფასებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკაცრი შინაარსის წერილი მოკავშირეების მიმართ, მათ შორის არსებული კონფრონტაციის ნიშანია, რაც ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
