LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 105 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 65 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში,  იმერეთში – 43 ფაქტი, გურიაში – რვა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 22, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა 44 შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში – ორი ფაქტი, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლის მასშტაბით – 11 ფაქტი, ხოლო კახეთში – 44 ფაქტი. თბილისის მასშტაბით ორი ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 კუბამეტრი ხე-ტყე.