LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორდმა ტესლას დასცინა

ფორდმა ტესლას დასცინა. ევროპული Ford-ის პრეზიდენტმა ინოლ მასკი დატროლა. სტივენ არმსტრონგმა გადაწყვიტა, რომ ორი კომპანიის წარმოება ერთმანეთისთვის შეედარებინა. ტოპ-მენეჯერმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ „ტესლას“ ერთ კვირიანი მუშაობა ფორდის რამდენიმე საათიან შრომას უდრის.

შეგახსენებთ, რომ Model 3-ის დაგეგმილი სერიის გამოსვლის შემდეგ მასკმა დაწერა – „7000 მანქანა, 7 დღე, ტელსას გუნდი“. არმსტრონგის პოსტიც სწორედ ამის პასუხი იყო : „7000 მანქანა, 4 საათი, ფორდის გუნდი“. რაც შეეხება ტესლას, რეალურად მისი გეგმაც ბევრად უფრო სწრაფი იყო.  5 ათასი ელექტროქარის აწყობა ამერიკულმა მწარმოებელმა დაგეგმილ დროზე 6 თვით გვიან შეძლო. დაგვიანების მიზეზი კი ასაწყობი კონტეინერის ტექნიკური გაუმართაობა და ელემენტთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.