LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარელებმა 5521 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარი Arcanum შექმნეს

ბულგარელებმა 5521 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარი Arcanum შექმნეს. „მომავლის სუპერქარი“ კომპანია Alieno-მ წარმოადგინა. კუპეს მოდიფიკაციამ წინამორბედებზე ბევრად ძლიერი ელ-ძრავი მიიღო და მას 5521 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ასეთი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 488 კმ/სთ-ია. ელ-მობილის უნიკალური შესაძლებლობები 12 ან 24 ელექტრო ძრავისგან შემდგარი აგრეგატის დამსახურებაა. ამასთან, საინტერესოა ისიც რომ, მძღოლს საშუალება ექნება მოძრაობის სასურველი რეჟიმი – Street, Track ან Race აირჩიოს. რეჟიმის ცვლილებასთან ერთად ავტომობილის წინა და უკანა ნაწილში ძალის თანაფარდობაც შეიცვლება. Arcanum-ის ელემენტის მოქნილობა 60, 120 ან 180 კილოვატ/ საათია და ავტომობილს მაქსიმუმ 1020 კილომეტრის გავლა შეუძლია. ჰიპერქარი ერთი დამუხტვით ნიურბურგრინგის ტრასაზე 3 წრეს ასრულებს.

საბაზისო მოდელის ფასი 750 ათასი ევროდან იწყება, ტოპ ვერსია კი – 1,5 მილიონი ევრო ეღირება. საინტერესოა, რომ თითოეული მოდელის აწყობას 18-დან 30 თვემდე სჭირდება.