ავსტრალიელმა მომღერალმა, იგი აზალიამ რეპერ ტაიგასთან ერთად დუეტი „Kream“ ჩაწერა და მასზე გადაღებული კლიპი წარმოადგინა.
სიახლე იგის მინი-ალბომის „Survive The Summer“ მხარდასაჭერი პირველი სინგლია. დისკი სულ 6 სიმღერისგან შედგება. მის გარდა, ალბომის შემადგენლობიდან ხელმისაწვდომია კიდევ ერთი თრექი „Tokyo Snow Trip“. ექვსივე სიმღერაზე კლიპის გადაღება იგეგმება.
სიმღერის პრემიერა “ფორტუნა პლუსის” გადაცემაში “ექსკლუზივი” გაიმართება.
