
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ ყველა თაობისთვის საყვარელი, უნიჭიერესი კომპოზიტორ-შემსრულებელი ბატონი ჯემალ სეფიაშვილი ესტუმრა.
ბოლო პერიოდში თქვენი შექმნილი რამდენიმე ახალი სიმღერა დაპრემიერდა…
მე ყოველთვის ვაქტიურობდი, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი შევქმნა და არ გავჩერდე. როდესაც ლექსი მაქვს, მაშინ ახალი სიმღერაც მაქვს. ზოგს მე ვასრულებ, ზოგს კი სხვა.
ძირითადად როგორ ხდება, ლექსის მიხედვით წერთ ხოლმე სიმღერას?
ხშირ შემთხვევაში ასე ხდება, რადგან მე ლექსის აჟღერება მიყვარს. თუმცა რამდენიმე ისეთი სიმღერაც მაქვს, სადაც ჯერ მუსიკა დაწერილა და შემდეგ ლექსი შემისაბამებია.
მინდა გკითხოთ ქალბატონ ცისანაზე. ძალიან უხდება სცენას და მაინტერესებს, რატომ აღარ ჩანს იმდენად აქტიურად, როგორც ადრე?
ცისანა ახლაც გამოდის სცენაზე, თითქმის ყველა ჩემს საღამოზე აქვს მონაწილეობა მიღებული. მას 4 შვილი ჰყავს, რაც უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე სხვა რამ.
შვილიშვილებს რამდენად აქვთ სურვილი, თქვენს გზას რომ გაყვნენ?
შვილიშვილები ჯერჯერობით ძალიან კარგი და გემოვნებიანი მსმენელები არიან.
თქვენს მომავალ გეგმებზეც ვისაუბროთ…
მომავალში კიდევ ბევრი სიმღერის და მუსიკის შექმნას ვაპირებ, რომ ჩვენს ძვირფასს საზოგადოებას ყოველთვის ქონდეს სიახლე ამ სფეროში.
ახალ სიმღერაზე რას გვეტყვით?
სიმღერას ჰქვია „ლამაზი სიკვდილი“, რომელიც ჯანსულ ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება. ასევე ალბომის გამოშვებას ვაპირებ, რომლის სახელიც „მონატრებაა“, სადაც ჯანსულის ლექსებზე შექმნილი სიმღერები მოიყრის თავს.
ჯემალ სეფიაშვილი – ლამაზი სიკვდილი
ჯემალ სეფიაშვილი და ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ჩემო თბილის ქალაქო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯემალ სეფიაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები




