LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელმა ძველი პოპულარული ესპანური სიმღერის რიმეიქი ჩაწერა

Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი“ ყველასათვის საყვარელი მომღერალი დათო გომართელი ეწვია, რომელმაც ახალი სიმღერა დააპრემიერა.

 

რა ხდება ახალი და საინტერესო?

 

ვქმნით და იწერება ახალი სიმღერები, ამ ეტაპზე კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც ირინა სანიკიძის ტექსტზე, რუსა მორჩილაძის სიმღერა გახლავთ. ის თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში იწერება, რომელსაც ზაფხულისთვის დავასრულებ. ასევე ვაპირებ კლიპის გადაღებას, თუმცა რამდენად გამომივა, ჯერ არ ვიცი.

 

რამდენად აქტიურობდი მუსიკალურ პროექტ „ოქროს ტალღაზე“?

 

სიმართლე რომ გითხრათ, წელს ვერ ვიაქტიურე, ისე როგორც საჭირო იყო, რადგან სხვადასხვა პროექტებით ვიყავი დაკავებული.

 

სამომავლო გეგმები როგორია?

 

წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში აჭარაში მაქვს გამოსვლები, ასევე სამომავლოდ ბევრი გასვლითი კონცერტები იგეგმება.

 

რაც შეეხება ახალ სიმღერას, რას გვეტყვით ამის შესახებ?

 

ეს სიმღერა ახალი არ არის, პირიქით ძალიან ძველი და პოპულარულია, რომელიც კომპოზიტორმა ლარა აუგუსტიმ 1941 წელს სპეციალურად ფილმისთვის შექმნა. სიმღერა ესპანურ ენაზეა. ის იმდენად პოპულარული სიმღერაა, რომ ძალიან ბევრმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, მათ შორის არის ანდრია ბოჩელი. რაც შეეხება ჩვენს რიმეიქს, ამ სიმღერის ქართული ვარიანტი ჩემმა მეგობარმა გია კობახიძემ გააკეთა. სწორედ გია კობახიძე, მისი ვაჟი სანდრო კობახიძე და მე ვასრულებთ.


დათო გომართელი – ოცნების ქალი

AudioOznebis Kali

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiogomarteli


დათო გომართელი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge