LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნებ არ გახსოვს: ანი სირაძეს დაბადების დღეზე სიმღერა აჩუქეს

Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემაში “რადიო დუეტი“ ანი სირაძე ესტუმრა, რომელმაც სამომავლო გეგმებსა და ახალ სიმღერაზე ისაუბრა.


როგორ აპირებთ ზაფხულის გატარებას?

 

ახმეტაში გვქონდა რამდენიმე კონცერტი, ახლა კახეთში მაქვს დაგეგმილი ტურნე. მოკლედ თუ კონცერტები არ არის, დასავლეთისკენ არ მიწევს ხოლმე წასვლა.

 

რაიმე სიახლეები თუ არის თქვენსკენ?

 

კი, სიახლეები არის, ემიგრანტებისთვის კეთდება პროექტი, სადაც ორი სიმღერა უნდა ჩავწერო, სავარაუდოდ ისრაელში იქნება კონცერტი.

 

ვისი იდეაა ეს პროექტი?

 

ეს გახლავთ ქართველი ქალბატონი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, სახელს და გვარს ვერ დავასახელებ.

 

სხვა სიახლეებს თუ გეგმავთ?

 

ჩემი ბებიის ეთერ ჭელიძის 80 წლის იუბილეა, რომელსაც 21 მარტს შეუსრულდა 80 წელი და ამასთან დაკავშირებით გრანდიოზული საღამო იგეგმება, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.

 

თქვენს ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ.

 

დღეს თქვენთან ახალი სიმღერით ვარ მოსული, ეს სიმღერა დაბადების დღის საჩუქარია. ყოველ წელს კობა მესხია 12 მაისს მჩუქნის ახალ სიმღერებს. ლექსი ეკუთვნის ნანა ცინცაძეს, სიმღერის ავტორი გახლავთ კობა მესხია, არანჟირებაც მას ეკუთვნის.

 

ქალბატონ ეთერის საღამოს დავუბრუნდეთ, ალბათ იქნება რაღაც სიახლეები შენი შესრულებით.

 

სიახლეები აუცილებლად იქნება, უკვე გადაწყვეტილი მაქვს ერთი სიმღერა, რომელსაც შევასრულებ, ძალიან ლამაზი სიმღერაა, მაგრამ საზოგადოებამ ჯერ არ იცის. ასევე აუცილებლად წავრდგები ახალი სიმღერით, რომელიც ისევ კობასთან გაკეთდება.

ანი სირაძე – იქნებ არ გახსოვს

AudioAni Siradze – Ikneb ar gakhsovs

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audio1ani siradze show

ანი სირაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”.  ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge