LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები დასახელდნენ

გამოცემა Billboard-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები დაასახელა. სიაში სულ 50 შემსრულებელი და ჯგუფი შევიდა.

სიის სათავეშია ჯგუფი U2, რომელმაც 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე შეძლო 54.4 მილიონი დოლარის გამომუშავება.

მეორე ადგილზეა ქანთრის მომღერალი გარტ ბრუქსი, რომელმაც 52,2 მილიონი გამოიმუშავა. მესამე ადგილზე 43,2 მილიონი დოლარით ჯგუფი Metallica მოხვდა.

ამასე სიაში მოხვდნენ ბრუნო მარსი, ედ შირანი, ჯეი ზი, პოლ მაკარტნი, ლედი გაგა, Guns N’ Roses, Coldplay, The Weeknd,  Red Hot Chili Peppers-ი და სხვები.