„American Airlines”-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი, ქრისტინ ლაგარდი იმყოფებოდა, ავარიული დაშვება განახორციელა.
თვითმფრინავი ბუენოს აირესიდან აშშ-ში მიემართებოდა, თუმცა სალონში ჰერმეტულობისდარღვევისა და საწვავის დანაკარგის გამო, მფრინავი იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქრისტინ ლაგარდი ბუენოს აირესში დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე იმყოფებოდა.
