LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დეილი მეილის“ ჟურნალისტებმა პუტინის და ტრამპის თვითმფრინავები შეადარეს

ვინ უფრო მაგარია, პუტინი თუ ტრამპი – ბრიტანელებმა ორი ლიდერის პირადი თვითმფრინავები ერთმანეთს შეადარეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების ქონებით „დეილი მეილის“ ჟურნალისტები დაინტერესდნენ და დაადგინეს, რომ პუტინის ლაინერი ტრამპის ხომალდზე 500 მილიონი დოლარით უფრო იაფია და დონალდის Boeing – 200 B მილიარდი დოლარზე მეტადაა შეფასებული.

თვითმფრინავები ერთმანეთისგან მაქსიმალური სიჩქარითაც განსხვავდებიან. თუ რუსულს 900 კმ/სთ სიჩქარე აქვს, ამერიკული საათში 1000 კმ–ს ავითარებს. პუტინის  IL-96-300PU-ის სიგრძე 65 მეტრი, ბოინგის სიგრძე კი –70 მეტრია. რაც შეეხება სალონსა და კომფორტს, ამ მხრივ ტრამპი ბევრად უფრო თავმდაბალი აღმოჩნდა და მის ლაინერში მხოლოდ ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და სამზარეულოა განთავსებული. ეს მაშინ, როცა პუტინს სპორტული დარბაზი, ლუქს აბაზანა, უზარმაზარი საწოლი და სპაც კი აქვს ყოველი შემთხვევისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ვლადიმერის ტუალეტიც კი განსხვავებულია და მთლიანად ოქროთია მოპირკეთებული.

 IL-96-300PU

Boeing – 200 B