LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო, 465 ობიექტი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვეში  465  ობიექტი გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა. კანონის თანახმად ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები (მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტოგასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტების არაგეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, კონკრეტულად კი, რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული. ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა , შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგოშ ესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30 დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია,” – ნათქვამია შსს განცხადებაში.