LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში ავტომანქანის ხრამში გადავარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

თუშეთში, გომეწრის ხეობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.
მიმდინარეობს დაშავებულების ამოყვანის ოპერაცია.
მსუბუქი ავტომანქანა დღეს რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.