LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავდა 2 პირი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი გოგონა დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.