„ამაზონმა“ უკვე გაავრცელა ვიდეო ახალი სერიალიდან „დაბრუნება სახლში“, სადაც მაყურებელი მთავარ როლში ჯულია რობერთსს იხილავს. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც „ოსკაროსანი“ რობერთსი სერიალში ითამაშებს. ცნობილია, რომ სერიალის ნახვა ნოემბერში იქნება შესაძლებელი და მასში მთავარ როლს ასევე დერმონტ მალრუნი ასრულებს.
სერიალს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ერთის მხრივ, მაყურებელი ჯულიას პირველად იხილავს სერიალში, ხოლო მეორეს მხრივ ეკრანებზე კვლავ ერთად ვიხილავთ რობერთსა და მალრუნის, რომლებიც ყველას კარგად გვახსოვს ფილმიდან „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“.
ფსიქოლოგიური თრილერში ჯულია საიდუმლო ორგანიზაციის თანამშრომლის როლში გვევლინება, რომელიც ჯარისკაცებს, მისიიდან დაბრუნების შემდეგ, ცხოვრების თავიდან დაწყებაში ეხმარება.
„დაბრუნება სახლში“ ელი ჰოროვიცის 2016 წლის პოდკასტია, რომელზეც უფლება Universal Cable Productions-მა შეიძინა.
https://www.youtube.com/watch?v=1ARpRhpe9dk
