LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს მოდური ლუქი – თეთრი ფერი სეზონის ჰიტია

კლასიკური თეთრი და წვრილ  გადასაბნევიანი ფეხსაცმელი – 36 წლის ამერიკელი ვარსკვლავი ზაფხულის მთავარი ტრენდების დემონსტრირებას ახდენს და კვირის მთავარი მოდური ვიზუალის რიცხვშიც უკვე მერამდენედ ხვდება.

იდეალური ფორმების მქონე მომღერლის სხეულზე, შლაქსის სტილში გადაწყვეტილ მოკლე შარვალს და სეზონის ყველაზე მოთხოვნად, ჯიმი-ჩუსთან კოლაბორაციით შექმნილ ღია საზაფხულო ფეხსაცმელს ბრწყინვალებას თეთრი ფერი სძენდა.

„კატის თვალის“ სტილში გადაწყვეტილმა სათვალემ და სამოსის სტილისტიკაში ჩამჯდარმა პატარა ხელჩანთამ ბიონსეს ლუქი იდეალურად დაასრულა.