ლოს-ანჯელესში პოლიციამ დამნაშავესთან ერთად მძევალიც მოკლა. ლოს ანჯელესში, ბოლო 6 კვირის განმავლობაში პოლიციელების მხრიდან უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პოლიციაში უცნობმა ქალმა დარეკა და შეატყობინა, რომ ლათინოამერიკელმა მამაკაცმა მეგობარი გოგო დანის მუქარით მძევლად აიყვანა და მასთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა კაცს დანებება და მძევლის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც ის არ დაემორჩილა.
„პერესი პოლიციის მიმართულებით წამოვიდა, გზად ერთ-ერთი მოქალაქე ასევე მძევლად აიყვანა და ყელის გამოჭრა დაუპირა. მისთვის ხელი რომ შეეშალათ პოლიციელებმა პერესის მიმართულებით გაისროლეს,” – აცხადებენ პოლიციაში
საბოლოოდ, სროლისას პერესი გარდაიცვალა, ხოლო პოლიციელების ნასროლ ტყვიას მისი მძევალიც შეეწირა. 49 წლის ელიზაბეტ ტოლისონი ორი ტყვიით დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
