რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian აშშ-ის კონტრდაზვერვის სამსახურში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული აგენტი ქალია, რომელიც ამავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში. ამავდროულად, აშშ-ის საიდუმლო სამსახურს არ დაუწყია ფართომასშტაბიანი გამოძიება.
აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ის საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა. აღნიშნულ აგენტს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა „საიდუმლო სამსახური ცდილობს, დაფაროს ეს დანაშაული“.
თავის მხრივ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა უარყო The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ აგენტს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.
