LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეშუმში „შუამთობა-2018“ აღინიშნება

ბეშუმში დღეს სახალხო ზეიმი „შუამთობა-2018“ აღინიშნება. დღესასწაული მაწყვალთის მთიდან დაიწყო, დასკვნითი ღონისძიება კი 11 აგვისტოს მთა ჩირუხში გაიმართება. ზეიმი მთის სამუშაოების სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა.

რეგიონული განვითარების საკითხებში მრჩეველთან სოზარ სუბართან ერთად შუამთობის დღესასწაულზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ მოიალაღეებს შუამთობის დღესასწაული მიულოცა და მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღევანდელი დღე არის ზეიმი ერთიანობის, ზეიმი მთისა და ბარის ერთიანობის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამ სტრატეგიაში მთიან აჭარას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ გვაქვს გეგმა, მთიანი აჭარა ვაქციოთ ოთხსეზონიან ტურისტულ ობიექტად. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ამ რეგიონში. მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, განსაკუთრებით მივულოცო ახალდაქორწინებულებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი