აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ახალი ფოტოწიგნი sHEROes – ანუ ქალი გმირები გამოიცა. დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა ერგნეთში, ომის მუზეუმში გაიმართა. წიგნში 60-დე ქალის ისტორიას შესული.
ფოტოწიგნი იმ შეუპოვარ და მამაც ქალბატონებს ეძღვნებათ, რომლებმაც აგვისტოს ომის ცხელ დღეებში არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს და დღემდე საქართველოს დეოკუპაციისთვის იბრძვიან.
„sHEROes სწორედ ასეთი ქალების, რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია. ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე“,- აცხადებს სალომე ბენიძე.
ერგნეთის შემდეგ წიგნის წარდგენა გორში, ტყვიავსა და თბილისშიც იგეგმება.
