მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე სტრასბურგში აღარ მიემგზავრებიან. როგორც მათ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადეს ფრენა გერმანიის მიმართულებით დღეს, 4 აგვისტოს ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა.
ზაზა სარალიძის ინფორმაციით, სტრასბურგში გამგზავრებაში ხელი მათ სახელმწიფო სამსახურებმა შეუშალეს. მისივე თქმით, გერმანიაში შესვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა.
სარალიძის თქმით, სისტემა ცდილობს, მათი საქმეები საზღვრებს გარეთ არ გავიდეს.
„ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა სპეციალურად იქიდან გამომდინარე, გუშინ რასაც ვუსმინეთ კომისიაზე, ბატონი შოთაძის გამოსვლას, ეს პირდაპირი მესიჯი იყო იმის, რომ არავის დაკავებას არ აპირებენ ესენი,“ – განაცხადა სარალიძემ.
