ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს. “ინტერფაქსის” ცნობით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ. მისი ცხედარი მოსკოვში, ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ნიკოლოზ ხუბუტია მეგობრებთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მას ბოლო პერიოდში დეპრესია ჰქონდა. “ხშირად ამბობდა, დავიღალე, მომბეზრდა ყველაფერი” – წერს რუსული მედია.
თავად მიხეილ ხუბუტია, რუსული მედიის ცნობით, სან-ტროპეშია.
მიხეილ ხუბუტია რუსეთში იარაღის მაღაზიათა ქსელის “კოლჩუგა”-ს მფლობელია. 1999 წლიდან მოყოლებული ის რუსეთში საქმიანობას და როგორც ცნობილია, მას უძრავი ქონების ბიზნესი აქვს. მას ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან.
