LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამამ შვილის გასამხნევებლად ვიდეო გამოაქვეყნა: შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა (ვიდეო)

მამამ შვილის სეივები გამოაქვეყნა, რომელმაც 11 გოლი გაუშვა და მხარდაჭერა ითხოვა.
რომ არ ელოდნენ, იმაზე მაგარი გამოხმაურება მოყვა.

ამაჩუყებელი ისტორია გამოვიდა.

ერთი კვირის ამბავია – ინგლისელმა ალან ოგლიმ ტვიტერზე შვილის თამაშის ვიდეო დადო. 9 წლის ჰარისონი კარში იდგა და რამდენიმე ბურთი აიღო, მაგრამ მისმა „ბეიტონმა“ 0:11 წააგო.

„ის დღენაკლული დაიბადა, გადაიტანა ღორის გრიპი, პნევმონია და სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები ქონდა. ჩემთვის ამაღელვებელია ჰარისონის დებიუტის ნახვა ახალ გუნდში. წააგო 0:11. გადავიღე მისი მოგერიებული ბურთები, რათა მხარი დამეჭირა. ნებისმიერი გამოხმაურება მნიშვნელოვანია. თუ შეიძლება გაჩვენებთ“, – დაწერა მამამ.

მოულოდნელად ვიდეო ვირუსული გახდა და ბევრ ცნობილ ფეხბურთელს მოხვდა თვალში.

ბიჭს გამამხნევებელი პასუხებით მიმართეს ცნობილმა მეკარეებმა: დევიდ სიმენმა, ლუკას ფაბიანსკიმ, ნევილ საუთჰოლმა, ნიკ პოუპიმ, ბრაიან ჯეიმს ჰანმა (შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე) და თვით რეი კლემენსმა.

ვიდეომ მილიონზე მეტი ნახვა და 50 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.