LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა შერჩეულია

Ardaidardo.Ge
ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

 

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

 

1. მკვდარი ცხენის ნისლეული, ტარიკ აკტაშ, თურქეთი, 2018; 73 წთ.

2. დონბასი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ.

3. მარცვალი, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ.

4. ლაზარესავით ბედნიერი, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

5. ჰორიზონტი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.

6. შეხტომა, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ.

7. პანიკური შეტევა, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ.

8. რეი და ლიზი, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

9. სტიქსი, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

10. თარჯიმანი, მარტინ სულიკ, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.

 

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა სერგეი რახლინი (აშშ) – „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი (ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის, უცხოენოვანი ფილმების კომიტეტის თავჯდომარე)

 

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 8 ფილმი:

 

1. სიცოცხლის კიდევ ერთი დღე, დამიან ნენოვ, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ.

2. დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

3. შორეული თანავარსკვლავედი, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/ჰოლანდია, 2017; 82 წთ.

4. მშიერი აჩრდილების კუნძული, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/აუსტრალია; 2018, 94 წთ.

5. მამების და შვილების შესახებ, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017წ; 99 წთ.

6. ზღვარს მიღმა, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ.

7. შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ.

8. ორსონ უელსის თვალები, მარკ კუსინს, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი კინორეჟისორი – ვიტალი მანსკი (ლატვია/რუსეთი)

Ardaidardo.Ge

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.