გერმანიის ერთ-ერთ პატარა პარკში გადარჩენილი ბერლინის კედელი იპოვეს. მივიწყებულ არტეფაქტს ზუდპანკის პარკში სრულიად შემთხვევით გადააწყდნენ. ადგილობრივი დეპუტატი თავის ამომრჩეველს ხვდებოდა, როდესაც ბუჩქებში მიმალული 20 მეტრის სიგრძის კედელი შეამჩნია. კედელს ექსპერტები მთელი თვის განმავლობაში სწავლობდნენ და ბოლოს დაადგინეს, რომ ის ნამდვილად ლეგენდარული ბერლინის კედლის ნაწილს წარმოადგენს. თუმცაღა, ფრაგმენტი მთავარი კედლის გაგრძელება არ ყოფილა და უბრალოდ მის გამაგრებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ კედელი რამდენიმე დღის წინ ისტორიულ მემკვიდრეობად აღიარეს და ძეგლის სტატუსიც მიანიჭეს.
