უმა თურმანისა და ითან ჰოუკის 20 წლის ქალიშვილი მაია, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. სხვათაშორის, 1994 წელს თავად უმა თურმანი სწორედ ტარანტინოს საკულტო ფილმში „კრიმინალური საკითხავი“ მონაწილეობით იქცა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად, წარმატება კი, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ტარანტინოს ფილმში „მოკალი ბილი“ გაამყარა.
მაიამ სულ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა გაჰყოლოდა მშობლების კვალს და სადებიუტო როლიც შეასრულა ლუიზა მეი ოკლოტის რომანის „პატარა ქალები“ ეკრანიზაციაში, წელს კი, Netflix-ის სერიალის „ძალიან უცნაური საქმე“ მესამე სეზონში გამოჩნდა.
კვენტინ ტარანტინო ახალ პროექტზე „ერთხელ ჰოლივუდში“ მუშაობას ლეონარდო დიკაპრიოსთან და ბრედ პიტთან ერთად შეუდგა, რომელთაც მკვლელობის ჩახლართულ ისტორიაში შემთხვევით ჩათრეული მსახიობები განასახიერეს. მსახიობთა დასს შეუერთდნენ მარგო რობი, დაკოტა ფლემინდი და ლენა დანემი, მაია ჰოუკი კი, სავარაუდოდ ეპიზოდურ როლს შეასრულებს, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
