LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი და ლინდსეი შუკუსი ერთმანეთს დაშორდნენ

ბენ აფლეკი და ლინდსეი შუკუსი ერთმანეთს დაშორდნენ. მართალია, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ლინდსეი შუკუსი ბენ აფლეკმა Playboy-ის ახალგაზრდა მოდელით გატაცებულმა მიატოვა, მაგრამ ჟურნალის People ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ შუკუსი თავად დაშორდა მსახიობს ალკოჰოლური დამოკიდებულების გამო.

„ლინდსეი ყოველთვის მხარში ედგა ბენს, მასთან ერთად ესწრებოდა შეხვედრებს და მისდევდა მედიტაციას, რადგან მისი გამოჯანმრთელება ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ლინდსეისთვის რთული აღმოჩნდა ბენთან დაშორება, მაგრამ მიხვდა, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და განზე გადგომა გადაწყვიტა. მართალია, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა ჟურნალის ერთ-ერთმა ინფორმატორმა.

თუმცა, ბენის თავისუფლება და ახალგაზრდა მოდელებით ტკბობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან შუკუსთან დაშორების შემდეგ, ყოფილმა მეუღლემ ჯენიფერ გარნერმა მოსთხოვა სარეაბილიტაციო ცენტრში დაბრუნება, რასაც მსახიობი უპირობოდ დათანხმდა.