
12 სექტემბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართება სახელოვანი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი.
უკვე 50 წელია, რაც ეს უნიკალური ანსამბლი იღვწის წარმოაჩინოს საქართველოს უძველესი ხალხური შემოქმედება მთელი თავისი ორიგინალობით, მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით. დაარსების დღიდან „რუსთავმა“ ჩაატარა 5000-ზე მეტი კონცერტი, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა. გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა ლონდონის “როიალ ალბერტ ჰოლი”, „ქვინ ელიზაბეთ ჰოლი“, პარიზის “ოლიმპია”, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლი“, ამსტერდამის კონცერტხებაუს დარბაზი და ბევრი სხვა
