ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. წელს ფესტივალს კუნძული ლიდო მასპინძლობს.
წელსვე ფესტივალის მთავარი პრიზის “ოქროს ლომის” მოსაპოვებლად ერთმანეთისგან განსხვავებული თემატიკის ფილმები იბრძოლებენ.
რიგით 75-ე კინოფესტივალი ფილმის, FIRST MAN, ჩვენებით გაიხსნა. ის ოსკაროსანმა რეჟისორმა დემიენ შაზელმა გადაიღო. პრემიერას ჰოლივუდის ვარსკვლავი რაიან გოსლინგი დაესწრო. ახალ ბიოგრაფიულ დრამაში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის, როლს ასრულებს.
ფილმებს შორის საუკეთესოს კი სპეციალური ჟიური 8 სექტემბერს გამოავლენს.
გილერმო დელ ტორო, რომელმაც შარშან ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” დაიმსახურა ფილმისთვის „წყლის ფორმა“, წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა.
