LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდური ბრწყინვალება! ლედი გაგა “ჟან პოლ გოტიეს” პალტოში

გასულ კვირას გახსნილი ვენეციის კინოფესტივალი ყოველდღე ახალ ვარსკვლავებს მასპინძლობს, რომლებიც ან ხანმოკლე ვიზიტით ან რამდენიმე დღით სტუმრობენ ულამაზეს ქალაქს წყალზე. ფესტივალი მოინახულა ლედი გაგამაც, რომელმაც ბრედლი კუპერთან ერთად წარმოადგინა მიუზიკლი „ვარსკვლავი დაიბადა“ და ფესტივალზეც რამდენიმე დღით შეყოვნდა.

გუშინ, “ჟან პოლ გოტიეს” თეთრ პალტოში გამოწყობილი მუსიკოსი პაპარაცებმა ვენეციის ქუჩებში დააფიქსირეს. ულამაზესი პალტოს ქვეშ, ქალბატონმა გაგას ქათქათა თეთრი კროპ-ტოპი და ვიწრო ქვედაბოლო ეცვა მაღალი წელით, მსხვილი მზის სათვალე და კლასიკურ ტყავის ჩანთას შეუხამა.