LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ტურისტთა რაოდენობა იზრდება

მსოფლიოში ტურისტთა რაოდენობა იზრდება. შვებულებების სეზონი სრულდება და გასული წლის შეჯამების დროც მოვიდა.

მოგზაურთა ერთ–ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავინდებურად ესპანეთი რჩება, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად – ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა 5%–ით შემცირდა. ზოგადად 2017 წელს მსოფლიო ტურისტთა რაოდენობამ ერთ მილიარდსა და 323 მილიონ ადამიანს მიაღწია. გაეროს შეფასებით, გასული წლის მთავარი ტრენდი ისეთი ქვეყნების მონახულება იყო, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა თურქეთში, ტუნისსა და ეგვიპტეშიც.