LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროექტი X“-ის ფარგლებში „ქართული ხმები“ და აჩიკო ნიჟარაძე პირველ კონცერტს ბათუმში გამართავენ

Ardaidardo.Ge
„ქართული ხმების“ ტრიო და აჩიკო ნიჟარაძის ტურნე „პროექტი X“-ის ფარგლებში მთელ საქართველოშია დაგეგმილი. ამის შესახებ პროექტის დირექტორმა, გივი მახაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა და ისაუბრა დაგეგმილი კონცერტების შესახებ.

 

გივი მახაშვილი:

 

„ქართულმა ხმების“ ტრიომ და აჩიკო ნიჟარაძემ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს გასტროლი ამერიკაში ოთხ სხვადასხვა შტატში, კერძოდ ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში და ფილადელფიაში. ერთობლივი კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, დაიბადა იდეა, რომ ახალი რეპერტუარი შექმნილიყო ბენდთან ერთად.

 

რეპერტუარში იქნება ყველასთვის ნაცნობი და ახალი კომპოზიციები ახლებური ინტერპრეტირებით.

 

თბილისში გამართულმა რამდენიმე კონცერტმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება, სწორედ ამიტომ „პროექტი X“-ის ხელმძღვანელობით, მცირე ხნის წინ ლაგოდეხში გაიმართა კონცერტი „ბლუსვილიჯში“, რომელსაც 4000 ადამიანი ესწრებოდა. სწორედ იქ, „ქართული ხმების“ ტრიოს წევრებსა და აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად, დაიბადა იდეა, რომ მოგვეწყო ტურნე საქართველოს მასშტაბით. შეიქმნა პროექტი, რომელიც ქართულ სიმღერას უწევს პოპულარიზაციას.

 

„პროექტი X“-ის ფარგლებში არაერთ საინტერესო ღონისძიებას გპირდებით. მონაწილეობენ: „ქართული ხმების“ ტრიო და აჩიკო ნიჟარაძე ბენდ Yellow-სთან ერთად.

 

საქართველოს ტურნეს ვიწყებთ ბათუმით, 14 სექტემბერს კლუბში „სოჰო“ გავმართავთ კონცერტს, 21 სექტემბერს – გურჯაანში, კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, 28-ში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში, ოქტომბრიდან – მაისამდე, ტურნეს ფარგლებში, ქართული სიმღერით ისიამოვნებენ მსმენელები მთელი საქართველოს მაშტაბით.

 

გაზაფხულზე თბილისში შედგება ტურნეს დასკვნითი კონცერტი.

 

რადიო „არ დაიდარდო“ „პროექტი X“-ის მედიაპარტნიორი გახლავთ.