LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენი ბოილმა უარი თქვა „ბონდ 25“-ის გადაღებაზე

მართალია, სულ რამდენიმე კვირა დარჩა „ბონდ 25“-ის გადაღებების დაწყებამდე, მაგრამ საიდუმლო „შემოქმედებითი უთანხმოების“ გამო, ბონდიანას მორიგი ფილმი რეჟისორის და პროდიუსერების გარეშე დარჩა.

გამოცემასთან Radio Times ინტერვიუში, რომელიც დენი ბოილმა ოფიცილურ განცხადებამდე ხუთი დღით გააკეთა, დაახლოებით ასე ახსნა საკუთარი უარის მიზეზი:

„ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჯეიმს ბონდის ისტორიების კითხვა. მოგვიანებით ფილმებიც ვნახე, თუმცა ჩემი წარმოდგენა პერსონაჟებზე აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ვფიქრობ, ბონდიანას თავყანისმცემლისთვის ძალიან რთულია სცენარის დაწერა ან ფილმის გადაღება სუპერაგენტზე, რადგან უაცილებლად საკუთარი წარმოდგენების გავლენის ქვეშ ექცევი, პროდიუსერები კი, მუდმივად სიახლეს ელიან“, – აღნიშნა ბოილმა.

მართალია, კინოსტუდია MGM ინტენსიურად ეძებს ახალ რეჟისორს, მაგრამ 2019 წლის ოქტომბერში დაგეგმილი პრემიერა სავარაუდოდ მაინც არ შედგება.