
„არ დაიდარდოს“ გადაცემაში „რადიო დუეტი“ მომღერალ ინგა ბენდელიანის დებიუტი, მისი ახალი სიმღერით შედგა. სიმღერის ავტორია კომპოზიტორი რუსა მორჩიალაძე, რომლის სატელეფონო ჩართვაც გადაცემაში შედგა.
რუსა, როგორც ვიცით ახალი სიმღერის ავტორი ხართ, მოგვიყევით სიმღერის შესახებ …
ტექსტი ირინა სანიკიძემ, არანჟირება კი ცირა ბზიშვილმა გაგვიკეთა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, სიმღერა მომწონს და ვფიქრობ რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული გამოვიდა.
ინგა, როგორც ვიცით მსახიობი ხართ. მუსიკალური განათლება თუ გაქვს?
თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე მუსკომედიის ფაკულტეტი. რუსეთში 17 წელია ვცხოვრობ, გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი, შემდეგ ოჯახი შევქმენი, შემდეგ ბავშვები და ამის გამო შემოქმედებითი პაუზა მქონდა. ახლა კი მინდა ერთიანი ძალებით შევუდგე ჩემს მუსიკალურ კარიერას.
სამომავლოდ ალბომზეც ფიქრობთ?
დიახ, ალბომი აუცილებლად იქნება. დიდი გეგმები გვაქვს.
სიმღერა პირადად თქვენთვის დაიწერა?
ეს სიმღერა პირადად ჩემთვის შეიქმნა.
ვიდეორგოლის გადაღებას და სატელევიზიო პრემიერას ხომ არ გეგმავთ?
სატელევიზიო პრემიერაზე, ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ახლო მომავალში, ვიდეორგოლი იყოს.
ინგა ბენდელიანი – ამ სიყვარულს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ინგა ბენდელიანი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



