LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვაწყოთ საძინებელი პატარა ბინაში – დიზაინერის რჩევები

რაც უფრო მცირე გაბარიტებისაა საძინებელი მით უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის მოწყობას, რათა ყველა საჭირო ნივთის მიუხედავად, ზედმეტად არ გადატვირთოთ ოთახი.

* საწოლი, როგორც ოაზისი – არ დაინანოთ ფინანსები მაღალი ხარისხის თეთრეულის და ორიგანალური გადასაფარებლის შესაძენად, რადგან ოთახში ყველაზე მეტ ადგილს საწოლი იკავებს და სწორედ მასზე უნდა იზრუნოთ პირველ რიგში.

* საწოლი-ანტრესოლი – ზედა იარუსზე შეკიდული საწოლი სივრცის მოგების საუკეთესო საშუალებაა, რადგან ქვევით თავისუფლად შეგიძლიათ მოიწყოთ სამუშაო ან დასასვენებელი ადგილი, პატარა მაგიდით ან მასიური ბალიშებით საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად.

* ძალიან პატარა ოთახი – შეიძინეთ საწოლი მაღალ ფეხებზე მის ქვეშ კი, გორგოლაჭებზე მოძრავი ყუთები მოათავსეთ, რომელსაც გრძელი გადასაფარებელი დაფარავს. ამგვარი მარტივი მეთოდით ადგილსაც მოიგებთ და ყველა საჭირო ნივთსაც თავის ადგილს მიუჩენთ.

* მარტივი ხაზები – თუ საძინებელს მასიური ავეჯით არ დატვირთვავთ, ღია ფერში შეღებილი კედლები გეომეტრიული აქცენტებით, აუცილებლად გააფართოვებს ოთახს ვიზუალურად.

* ფუნქციონალური ავეჯი – გახსოვდეთ, რომ ფუნქციონალირი ავეჯი (თუნდაც მცირე ზომის პუფი), სადაც ნივთების შენახვა შეიძლება, ბევრად პრაქტიკულია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ან კომფორტული გარნიტური.

* კედლები ორნამენტის გარეშე – რა თქმა უნდა, არ ღირს დაამსგავსოთ ოთახი საავადმყოფოს პალატას, მაგრამ რაც უფრო სადა და ნაკლები ორნამენტით იქნება კედლები, მით უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს საძინებელში.

* ცოტა დღესასწაული – მორთეთ ოთახი ფერადი ნათურებით ან სურათებით, თუმცა არ მოგივიდეთ ზედმეტი.

* მოწესრიგებული საძინებელი – დაალაგეთ და დაასუფთავეთ ოთახი ყოველდღიურად, რადგან არაფერი არ ამცირებს სივრცეს ისე, როგორც უწესრიგოდ გაფანტული ნივთები.

* რბილი სინათლე – პატარა საძინებელსთვის ჭაღი ან ბრაც მცირე ზომის უნდა შეიძინოთ, რადგან თვალმომჭრელ სინათლეში ვერასდროს იგრძნობთ თავს მშვიდად და კომფორტულად.

* კომპაქტური სამუშაო ადგილი – ვიწრო ან დასაკეცი მაგიდა, თავისი გორგოლაჭებიანი სკამით ნაკლებ ადგილს დაიკავებს და სამუშაო განწყობასაც შეგიქმნით. როცა არ მუშაობთ, მაგიდა აუცილებლად დაკეცეთ, რათა არც თვალში მოგხვდეთ და არც ოთახი გადატვირთოთ ზედმეტად.