LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა „ჩიორა“ ბენდის და მაკას სავიზიტო ბარათია

Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემაში „რადიო დუეტი“ პროდიუსერი კახა მამულაშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე და მისი შვილი სალომე ჩიტაძე სტუმრობდნენ. გადაცემასი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

 

მაკა, თქვენს პროდიუსერზე, მამულიჩაზე გვესაუბრეთ…

 

მაკა: ჩემი პროდიუსერი კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა გახლავთ, ჩვენ რამდენიმე თვეა რაც თანამშრომლობა დავიწყეთ. ძალიან საინტერესოდ დაიწყო ჩვენი ერთობლივი მუშაობა, რაც ძალიან მახარებს.

 

როგორ გადაწყვიტეთ ერთად მუშაობა?

 

მაკა: ერთ დღეს მამულიჩამ შემომთავაზა, რომ დაგვეწყო მუშაობა ბენდთან ერთად. მას ცოცხალი ბენდი სახელად “NoN Stop” უკვე შერჩეული ჰყავდა, სადაც უნიჭიერესი და უმაგრესი ბიჭები უკრავენ. იდეა მომეწონა, თან ძალიან მიყვარს ბენდთან მუშაობა.

 

თუ გაქვთ უკვე შერჩეული ის სიმღერები, რომელსაც ბენდთან ერთად შეასრულებთ?

 

მაკა: სიმღერები გვაქვს შერჩეული და ერთ-ერთი მათგანი უკვე მზად არის.

 

ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

 

მაკა: მუსიკა ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნის, კინოფილმიდან „ჩიორა“, ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ მუსიკაზე და უცბად მომივიდა იდეა, რომ სიმღერა შემექმნა. შემდეგ დავურეკე ზაზა ხუბუკელაშვილს და გავაცანი იდეა, რაც მასაც ძალიან მოეწონა, სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ ამ სიმღერაზე მუშაობა. არანჟირება ზაზას, ტექსტი კი ჩემს შვილს სალომე ჩიტაძეს ეკუთვნის.

 

იგეგმება თუ არა რაიმე კონცერტები?

 

კახი: სიმღერა „ჩიორა“ ბენდის და მაკას სავიზიტო ბარათია. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი სიმღერა გამოვიდა და ვინც მენდობა, შემიძლია თავი დავდო, რომ ეს სიმღერა ჰიტი გახდება. ბევრი ვიწვალეთ, ბევრი შევასწორეთ, გადავაკეთეთ და საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა.

 

კონცერტები თუ იგეგმება?

 

კახი: ჩვენ ბათუმში ორი კონცერტი უკვე გვქონდა. ახლა კორპორატიულებზე დავკავდით, სადაც თითქმის მთლი ოქტომბრის თვე დაკავებული გვაქვს. ასევე ვმუშაობთ ახალ რეპერტუარზე და მეორე ახალ სიმღერაზე. მეორე სიმღერაზე ბექა სინჯიკაშვილმა ვიდეო რგოლიც გადაიღო. კიდევ ძალიან ბევრი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი.

 

მაკა ზამბახიძე – ჩიორა

AudioMAKA ZAMBAXIDZE – CHIORA

გადაცემის აუდიოჩნაწერი

AudioRadio Dueti. Maka Zambaxidze

მაკა ზამბახიძე, სალომე ჩიტაძე & კახა მამულაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge