LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შენგელაია ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა

რეჟისორი გიორგი შენგელაია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა. მიზეზი  მხარდამჭერთა სიის არარსებობა გახდა.

შენგელაიას გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი კიდევ 18 პირს ეთქვა. ცესკო-ში კი სიების წარდგენის ვადა 18 სექტემბერს ამოიწურა.

საპრეზიდენტო კანდიდატებს დასარეგისტრირებლად სწორედ 18 სექტემბრამდე არანაკლებ 25 000 მხადამჭერის ხელმოწერა უნდა წარედგინათ.