LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში ავარიის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, „ტოიოტას“ მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამბობენ, რომ ახალგაზრდას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაცია უტარდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.