LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენებმა ხმა ლუკას მისცეს: მესიმ კი რონალდო აირჩია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა მისცეს ხორვატ ლუკა მოდრიჩს, რომელიც, საბოლოოდ, გახდა კიდეც ფიფას ვერსიით 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე.

ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. კრიშტიანო რონალდო, 3. ლიონელ მესი

ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. ლიონელ მესი, 3. კრიშტიანო რონალდო

კანკავა და ვაისი საუკეთესო მწვრთნელის არჩევაშიც მონაწილეობდნენ. აქ მათი აზრი გაიყო:

ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. დიდიე დეშამი, 2. ზინედინ ზიდანი, 3. ხოსეპ გვარდიოლა

ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ხოსეპ გვარდიოლა, 2. დიდიე დეშამი, 3. მასიმილიანო ალეგრი

წლის საუკეთესო მწვრთნელად საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი დასახელდა.

–

 

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ხმის მიცემის დაწვრილებითი შედეგები წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.
ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანო რონალდომ პირველ ადგილზე დააყენა რაფაელ ვარანი, მეორეზე – ლუკა მოდრიჩი, მესამეზე – ანტუან გრიზმანი,
ლიონელ მესის არჩევანი კი ასეთი იყო – მოდრიჩი, კილიან მბაპე, კრიშტიანო რონალდო.

არგენტინელმა პირველად შეიყვანა თავის სამეულში პორტუგალიელი.

თავად წლის ფეხბურთელის, ლუკა მოდრიჩის სამეული ასეთია: ვარანი, რონალდო და ანტუან გრიზმანი.