ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი. 37 წლის ქალბატონი, ცოტა ხსნის წინ, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. გავრცელებული ცნობით, მას ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნება. აღნიშნულს ადასტურებს ოთინაშვილის მეუღლე. როგორც იგორ მაყიშვილი ამბობს, ოჯახმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
სამი მცირეწლოვანის დედა, რუსმა სამხედროებმა საკუთარი ბაღიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს – ოკუპირებული ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ათდღიანი ეგრეთწოდებული წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
