მელანია ტრამპი აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობას განაგრძობს. განაში ვიზიტის შემეგ ამერიკის პირველი ლედი ამჯერად მალავიში ჩავიდა, სადაც მას ქვეყნის პირველი ლედი, გერტრუდა მასეკო დახვდა. მელანია ტრამპმა ამჯერადა არჩევანი ბრიტანული ბრენდის, „ჯოზეფის“ 475 დოლარად შეფასებულ აბრეშუმის კაბაზე გააკეთა. კრემისფერი კაბა კი პირველ ლედის „მანოლო ბლანიკის“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
ვიზიტის მთავარი მიზანი ლილონგვის დაწყებითი სკოლის მონახულებაა, სადაც უამრავ საჩუქართან ერთად, მელანია ტრამპმა მილიონზე მეტი წიგნი ჩაიტანა საჩუქრად.
საინტერესოა, რომ ამ ვიზიტზე მელანიამ კომფორტულ ფეხსაცმელზე გააკეთა აქცენტი და „მანოლო ბლანიკის“ ფეხსაცმელი „ზარას“ დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩაანაცვლა.









