ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძრის დროს დაიწვა საცხოვრებელი სახლი.
ხანძრის დროს სახლში 80 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.
